გაცნობებთ, რომ 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამების კონკურსებისთვის აუცილებელი უცხო ენის სერთიფიკატის მოსაპოვებლად ტესტირებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 7 მარტის 15 საათის ჩათვლით მობილობის პროგრამების მართვის პორტალზე (mobility.tsu.ge)
ტესტირება შედგება 2023 წლის 10 მარტს, დილას 10 საათზე თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (საგამოცდო ცენტრის სივრცეში).
ტესტირება გაიმართება 8 უცხოურ ენაში: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, ბერძნული და თურქული.
ტესტირების დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა 100-დან) ვალიდურია 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში ორგანიზებული კონკურსებისთვის და 2023-24 სასწ.წ. შემოდგომის სემესტრში ორგანიზებული კონკურსებისთვის.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს მე-2 სემესტრიდან მე-6 სემესტრის ჩათვლით (ბაკალავრიატი), მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, დოქტორანტურის სტუდენტებს პირველივე სემესტრიდან.
დამატებითი ინფორმაცია ტესტირებაზე და ტესტის ნიმუშები განთავსებულია ვებზე https://tsu.ge/ka/foreign-relations/page/8260